„ნაპოლი“-„ბარსელონა“. საინტერესო ფაქტები
"ბარსელონა" ჟენევაში, "ნაპოლისთან" მატჩში, 0-1 დამარცხდა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს აღნიშნული შეხვედრიდან:
- კლაუდიო ბრავო გახდა მე-4 ფეხბურთელი, რომლის დებიუტი "ბარსაში" ამ ზაფხულს შედგა, ტერ შტეგენის, მატიესა და რაკიტიჩის შემდეგ.
- მაგრამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრავომ "სტად ჟენევაზე" ითამაშა. მას ამ სტადიონზე ნათამაშები აქვს 2013 წლის სექტემბერში, ჩილესა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, რომელიც 2-2 დასრულდა.
- მხოლოდ მეკარემ და მარტინ მონტოიამ ითამაშეს 90 წუთი. ნიცაში, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მთელი მატჩი ჩაატარა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იყო, "რეკრეატივოს" წინააღმდეგ კი მთელი თერთმეტეული შეიცვალა.
- ჟენევაში, ძირითადი 11 ფეხბურთელიდან 10 პირველი გუნდის მოთამაშე იყო, გარდა მუნირისა, რომელსაც გოლის გატანის 2 კარგი შანსი ჰქონდა.
- მაგრამ მატჩი პირველი გუნდის 4 (ბრავო, მონტოია, სერხი რობერტო და დეულოფეუ) და "ბარსა ბ"-ს 7 ფეხბურთელით (ბანიაკი, სამპერი, იე, ჰალილოვიჩი, გრიმალდო, ადამა და სანდრო) დასრულდა.
- ინიესტამ მატჩი კაპიტნის სამკლაურით დაიწო. როდესაც ესპანელმა მოედანი დატოვა, კაპიტანი მარკ ბარტრა გახდა, ხოლო მისი შეცვლის შემდეგ, გუნდს მონტოია კაპიტნობდა, თამაშის ბოლო 15 წუთის განმავლობაში.
- ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდმა 2014/15 სეზონის ახალი, ძირითადი მაისურით ითამაშა. "რეკრეატივოსა" და "ნიცას" წინააღმდეგ გუნდმა მეორე ფორმით იასპარეზა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]