სპორტული არბიტრაჟის სასამართლომ სუარესის საქმის მოსმენა დაასრულა
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, სპორტული არბიტრაჟის სასამართლომ დაასრულა მოსმენა, კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმლის, ლუის სუარესის საქმეზე. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. სუარესის წარმომადგენლები სასამართლოს წინაშე ფეხბურთელის მიერ მიღებული 4 თვიანი დისკვალიფიკაციის გაუქმების ინიციატივით წარსდგნენ.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ლუის სუარესმა იტალიის წინააღმდეგ მატჩში ჯორჯო კიელინის უკბინა, ფიფას ვერდიქტი სწორედ ფეხბურთიდან 4 თვით ჩამოშორებაა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4 5
კომენტარები [ 94 ]