დელ ბოსკე დენის სუარესს აკვირდება
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე ეროვნულ ნაკრებში "სევილიას" ნახევარმცველის, დენის სუარესის გამოძახების შესაძლებლობას განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი "სევილიაში" არენდით იმყოფება და მასზე უფლებები "ბარსელონას" ეკუთვნის.
AS-ის თანხასმად, ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, შესაძლოა, გამოძახებულ იქნეს ეროვნულ ნაკრებში საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში და ევრო 2016-ის შესარჩევ შეხვედრაში, მაკედონიასთან. აღნიშნული მატჩები გაიმართება სექტემბერში.
ესპანეთის მეორე დივიზონში, გასულ სეზონში, სუარესმა 36 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 7 გოლი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4 5
კომენტარები [ 85 ]