ლოპეტეგი: "დენის სუარესს ვაკვირდებით"
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი აცხადებს, რომ ის რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს აკვირდება და მათ შორის "ბარსელონას" ახალწვეული დენის სუარესიცაა.
"ასეთი ტიპის ფეხბურთელები ინტერესს იწვევენ, რადგან ისინი დიდ გუნდებში თამაშობენ და დღიდან დღემდე პროგრესირებენ. ლოგიკურია, რომ ჩვენ ასენსიოზე, საულსა და დენის სუარესზე ვფიქრობ. ისინი იმ კონცეფციას იზიარებენ, რომლის ეროვნულ გუნდში დანერგვასაც ვაპირებთ. ჩემი საქმე ასეთი ფეხბურთელებისთვის თვალის მიდევნებაა."
ცნობისთვის, სუარესს ეროვნულ ნაკრებში უკვე უთამაშია. მიმდინარე წლის 29 მაისს, მან მონაწილეობა ესპანეთისა და ბოსნიას შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]