სავარჯიშო სესია 13/08/2014

სავარჯიშო სესია 13/08/2014

მარკ ბარტრა ორშაბათისა და სამშაბათის განცალკევებით მუშაობის შემდეგ, ოთხშაბათს, დილას, თანაგუნდელებთან ვარჯიშს დაუბრუნდა, ხოლო ჩავი ერნანდესმა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა განცალკევებით ვარჯიში დაიწყეს. ვერმანელი ფიზიოთერაპიის კურსს გადის. ადრიანომ და ნეიმარმა ნორმალურად ივარჯიშეს სხვა ფეხბურთელებთან სესიის გარკვეულ ნაწილში.

დღევანდელი დღის პირველი სავარჯიშო სესიის დროს, ლუის ენრიკეს განკარგულებაში პირველი გუნდის 20 ფეხბურთელთან ერთად "ბარსა ბ"-ს 4 მოთამაშე იყო - გრიმალდო, სამპერი, სანდრო და მუნირი.

გუნდი ვარჯიშს საღამოს, 20 საათსა და 30 წუთზე დაუბრუნდება.

სავარჯიშო სესიის სურათები

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 47 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.