"ბარსელონა" - "მალაგა": იცით, თუ არა რომ ...

"ბარსელონა" - "მალაგა": იცით, თუ არა რომ ...

კატალონიური კლუბი "მალაგას" ხვალ, "კამპ ნოუზე" თბილისის დროით 19:00 საათზე უმასპინძლებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს:

  • ლუის ენრიკე და ხავი გრასია სხვადასხვა დროს ერთმანეთს ათჯერ დაუპირისპირდნენ. კატალონიელთა მწვრთნელი "რეალ მადრიდისა" და "ბარსელონას" ღირსებას იცავდა, ხუან გრასია კი "ვალიადოლიდის", "ვილიარეალისა" და "რეალ სოსიედადის". აღნიშნული 10 დაპირისპირებიდან ლუის ენრიკემ ოთხჯერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, ორჯერ დამარცხდა, ოთხი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
  • "მალაგასა" და "ბარსელონას" შორის კატალონიაში ჩატარებული 33 შეხვედრიდან, მასპინძლებმა 30-ჯერ შეძლეს მეტოქის დამარცხება, ორჯერ სტუმრებმა იმარჯვეს და მხოლოდ ერთი მატჩი დასრულდა ფრედ.
  • "ბარსა ბს" ყოფილი ფეხბურთელი ლუის ალბერტო ამჟამად "მალაგას" ღირსებას იცავს, მან მიმდინარე სეზონში 2 გოლის გატანა მოახერხა.
  • "კამპ ნოუზე" ჩატარებული უკანაკნელი შეხვედრა ("ბარსელონა"-"მალაგა") ჩავისთვის საიუბილეო მეშვიდასე მატჩი იყო "ბლაუგრანას" მაისურით.
  • "კამპ ნოუზე" ჩატარებულ უკანასკნელ 12 შეხვედრაში სტუმრები დამარცხდნენ. უკანასკნელად მათ 1999/2000 წლების სეზონზე შეძლეს გამარჯვების მოპოვება. მატჩი მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1-2 დასრულდა.
  • მიმდინარე წელს, ხავი გრასიას გუნდმა ვერ ერთ გასვლით შეხვედრაში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვებბა. მალაგელთა ანგარიშზე სამი მარცხი და ერთი ფრეა.
  • იმ შემთხვევაში თუ ლეო მესი "მალაგას" კარში გოლის გატანას შეძლებს, ეს მისთვის ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრაში გატანილი გოლი იქნება ("კამპ ნოუზე"). 
  • 2011/12 წლების სეზონზე ლეო მესიმ ორჯერ შეძლო მალაგელთათვის ჰეთ-თრიკი შეესრულებინა- ერთხელ "კამპ ნოუზე", მეორედ კი "ლა როზალედაზე".
  • აღნიშნული შეხვედრის მოგების შემთხვევაში, კატალონიელები ზედიზედ მეთოერმეტე გამარჯვებას იზეიმებენ. ამ კუთხით რეკორდი ფრენკ რაიკაარდის "ბარსელონას" ეკუთვნის, ზედიზედ 18 მოგებით (2005/06 წლების სეზონი). 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 71 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.