ლუის სუარესი: "შემიძლია შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო"
კატალონიის "ბარსელონას" 27 წლის ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, რომლის დებიუტიც და პრეზენტაციაც კლუბში შედგა, საკუთარ როლზე, ვარსკვლავურ სტატუსზე ისაუბრა. იტყობინება, El Mundo Deportivo.
"მე შემიძლია შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო. "ლივერპულში" მე ბევრი შეხვედრა ჩავატარა მარჯვენა და მარცხენა პოზიციებზე, როდესაც სტარიჯი ცენტრში თამაშობდა. შეუძლებელია აღფრთოვანების დამალვა, ლიონელ მესისა და ნეიმარის მიმართ, ისინი შესანიშნავად მოქმედებენ მოედანზე." - ამბობს, ფეხბურთელი.
"როდესაც მე აქ გადმოვედი მეგონა, რომ ხალხი ჩემს მოსვლას აღიქვამდა, როგორც სენსაციას, თუმცა მე არ ვფიქრობ ამაზე, უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოცნება ახდა. ვარსკვლავები ცაზე ეძებეთ, გუნდისთვის კი ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად უნდა მოვიგოთ "ბარსელონასთვის" ტიტულები." - განაცხადა, სუარესმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 29 ]