სუარესი: "ნეიმარს ნებისმიერ დროს შეუძლია გახდეს ნომერ პირველი ფეხბურთელი"
"ბარსელონას" ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა თავის თანაგუნდელებთან ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, ყველა თანასწორია.
"ნეიმარი ახლა მსოფლიოში მეორე ფეხბურთელად გვევლინება, რა თქმა უნდა მესის შემდეგ. ის ლეოსგან ბევრი რამის სწავლას განაგრძობს, რადგან მას მესისგან ბევრი რამ აქვს სასწავლი.
ნეიმარი ყოველ მატჩში რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს, ეს რთულია. მას ნებისმიერ დროს შეუძლია გახდეს ნომერ პირველი.
ჩვენი (გუნდის წევრების) კავშირი მესისთან და ნეიმართან? როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, არავინ არ გრძნობს თავს სხვაზე უკეთესად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შეკრული გუნდი ვართ.
გულშემატკივრები ხედავენ, რომ ჩვენ ვსარგებლობთ ცხოვრებით და ყოველი გატანილი გოლით, რომელიც ეხმარება გუნდს სასურველი შედეგის მიღწევაში." – განაცხადა სუარესმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]