ანდრეს ინიესტა: "ბარსელონას" შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს"
კატალონიის "ბარსელონას" 30 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ კლუბისთვის 2014/2015 სეზონი გაცილებით უმჯობესი იქნება, ვიდრე გასული სეზონი.
"იმის გათვალისწინებით, რომ კლუბში ასეთი ფეხბურთელები მოვიდნენ, ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს და ტიტულებისთვის ბრძოლაც შეგვიძლია. გასულ წელს ჩვენთან დიდი ცვლილებები მოხდა. ეხლა კი იმედებით და სურვილებით აღსავსე ველოდებით ახალ სეზონს. ჩვენ ვბრუნდებით ცუდი და მძიმე სეზონის შემდეგ და გვსურს, რომ ჩვენი გულშემატკივარი კვლავ ბედნიერი იყოს. გუნდმა უნდა ეცადოს და თვიდან თვემდე უნდა გაიზარდოს. ამ გუნდისგან ყოველთვის ყველაფერს სწრაფად ელიან." - განაცხადა, ინიესტამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]