მასკერანოს პრესკონფერენცია

მასკერანოს პრესკონფერენცია

დღევანდელი სავარჯიშო სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ხავიერ მასკერანომ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. გთავაზობთ 10 საინტერესო განცხადებას ფეხბურთელის პრესკონფერენციიდან.

  • ახალი სეზონის დასაწყისისას ყოველთვის გრძნობ თავს გამოცოცხლებულად. კლუბმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინა და მოვიდნენ ახალი მოთამაშეები, რომლებიც გაგვაძლიერებენ.
  • ასეთ სამუშაოში გაქვს მარტივი და რთული პერიოდები. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წაგება არასდროს დამავიწყდება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ახალი გამოწვევები უნდა მიიღო. თუ "ბარსელონასავით" დიდ კლუბში თამაშობ, მაშინ წარსულით ვერ იცხოვრებ.
  • ფიფას სანქცია ჩემთვის ზედმეტად დელიკატური საკითხია და კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა ვიტყვი, რომ კლუბი ლა მასიის ბავშვებისათვის თავდაუზოგავად მუშაობს და მათზე ზრუნავს.
  • სასიამოვნოა, როდესაც მწვრთნელი შენზე დადებითად საუბრობს. მე ამ სიტყვებს ვარჯიშით უნდა ვუპასუხო, რათა ლუის ენრიკემ აზრი არ შეიცვალოს.
  • გასული სეზონის ბოლოს კლუბს ვუთხარი, რომ უპრობლემოდ წავიდოდი, თუ კლუბის აზრით საკმარისად კარგი არ ვიყავი. თუმცა აქ ფიქრობენ, რომ ამ გუნდისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია.
  • ჩვენი მოვალეობაა ყველა ტურნირზე ბრძოლა და მაქსიმალურად წინ წასვლა.
  • ჩემი აზრით, მესი კარგად გამოიყურება. ის დანარჩენებივით მოუთმენლად ელის ახალ სეზონს. ხალხმა ლეო უსამართლოდ გააკრიტიკა. სირცხვილია ის, რომ აკრიტიკებენ დაჯილდოებულს და არა იმ ხალხს, ვინც აჯილდოებს.
  • ტატა მარტინო იყო გულწრფელი მწვრთნელი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს საფეხბურთო სამყაროს. იმედია არგენტინის ნაკრები წინსვლას გააგრძელებს, მაგრამ გუნდს მარტინოს ხელი დაეტყობა.
  • ჩემი აზრით, ლუის სუარესი კარგად არის. ყოველთვის მომწონდა სუარესი, როგორც ფეხბურთელი. მე მას სათამაშო სტილით ვგავარ.
  • "ბარსა ბ-ში" ბევრი ფეხბურთელია დიდი მომავლით. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული - მომთმენები და ძლიერები უნდა იყვნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.