ჩავი - ლა ლიგის ლეგენდა "ბარსელონაში"
ლა ლიგაში ლეგენდები ყალიბდებიან და ჩავი ერნანდესი ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. "ყოველთვის გვინდა მოგება", განაცხადა ჩავიმ გასულ სეზონში. მისი თქმით, "ბარსელონას" არც ერთი გუნდი არ ვარაუდობს ლიგის დაკარგვას. ესპანელს სურს რეკორდების დამყარების გაგრძელება იმ ჩემპიონატში, რომელიც კატალონიელთა ისტორიაში ყველა ფეხბურთელზე მეტჯერ, შვიდჯერ მოიგო. მატჩების რაოდენობის თვალსაზრისით, ლა ლიგაში ჩატარებულ 16 სეზონში მან კლუბის რეკორდი დაამყარა - 474 თამაში. რაც შეეხება ყველა მოგებულ თასს, ჩავი "ბლაუგრანას" ყველზე ტიტულიანი მოთამაშეა.
2008 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა 9 მწვრთნელი გამოიცვალა, თუმცა მისი დებიუტი ლიგაში "ვალენსიას" წინააღმდეგ გასვლით მატჩში 1998 წლის 3 ოქტომბერს, ლუის ვან გაალის ხელმძღვანელობისას შედგა. მას შემდეგ ჩავი სასტარტო შემადგენლობის რეგულარული წევრია.
ჩავიმ ესპანეთის ჩემპიონატი პირველად თავის სადებიუტო 1998/99 წლების სეზონში მოიგო. მაშინ მისი თანაგუნდელები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან რივალდო, ფიგუ და "ბარსას" ამჟამინდელი მწვრთნელი ლუის ენრიკე. "ლა ლიგის ყველა ტიტული ფანტასტიკურია, მაგრამ მგონი პირველი თასი ყველაზე განსაკუთრებული და ამაღელვებელი იყო. თითოეულს ძალიან ვაფასებს, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ყველა ტიტული მნიშვნელოვანია. "ბარსელონას" თითოეულ მოთამაშეს უყვარს მათი მოგება."
ახლა ლეგენდარული ნახევარმცველი ლა ლიგაში თავის მე-17 სეზონს იწყებს. კარლეს პუიოლის წასვლის შემდეგ ჩავი მთავარი კაპიტანი გახდა. "ეს სასიამოვნო გამოწვევაა", განაცხადა ესპანელმა. "ჩვენ უნდა მოვიგოთ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 28 ]