ბართომეუმ ლუის ენრიკეს უთხრა, რომ „ბარსაში“ როისის მოწვევას აპირებს
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს განუცხადა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერების" ბანაკში დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელის, მარკო როისის მოწვევას აპირებს, იტყობინება El Mundo Deportivo.
ბართომეუ, ლანჩის დროს, "ბარსელონას" სხვა წევრების თანდასწრებით, ლუის ენრიკეს თავის გეგმებზე ესაუბრა. საუბრის დროს, ყველა მხიარულ განწყობაზე იყო. გამორიცხული არაა, რომ კლუბის პრეზიდენტმა ეს ხუმრობის ფარგლებში განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ადრე კატალონიური გრანდი ნამდვილად იყო დაინტერესებული გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მომსახურებით. თუმცა, გერმანული კლუბის ხელმძვანელობამ, თავის მხრივ, არაერთხელ გააკეთა განცხადება იმაზე, რომ როისი ტრანსფერზე დაყენებული არაა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" 2015 წლის იანვრიდან აკრძალული აქვს ახალი ფეხბურთელების შეძენა, ორი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]