მუნირის გამოსასყიდი თანხა 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა

მუნირის გამოსასყიდი თანხა 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა

ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში "ელჩეს" წინააღმდეგ, პირველ გუნდში "ბარსელონა ბ"-ს ახალგაზრდა ნიჭიერი თავდამსხმელის, მუნირ ელ ჰადადის დებიუტი შედგა.

ამდენად, 18 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის პირობების თანახმად, მისი გამოსასყიდი თანხა ავტომატურად 12-იდან 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა, იტყობინება Barcastuff.

შეგახსენებთ, რომ მუნირმა სადებიუტო მატჩში გოლის გატანაც მოახერხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.