სონგი, შესაძლოა, „მარსელში“ გადავიდეს

სონგი, შესაძლოა, „მარსელში“ გადავიდეს

ფრანგულ "მარსელს" "ბარსელონას" კამერუნელი ნახევარმცველის, ალექს სონგის შეძენა სურს, იტყობინება L'Equipe.

ფრანგები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებენ და ამ მიზნით, სონგის ტრანსფერის თაობაზე, კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან. აღსანიშნავია, რომ 26 წლის ნახევარმცველის პრეტენდენტი, ასევე, "ტოტენჰემია".

transfermarkt.de-ს თანახმად, სონგის ღირებულება შეფასებულია 14 მილიონ ევროდ.

შეგახსენებთ, რომ კამერუნელმა გასულ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.