სონგი "ნაპოლისთან" ახლოსაა

სონგი "ნაპოლისთან" ახლოსაა

კატალონიის "ბარსელონას" კამერუნელი ნახევარმცველი, ალექს სონგი, იტალიურ "ნაპოლიში" გადასვლასთან ახლოსაა, იტყობინება Sport.es.

ინფორმაციის თანახმად, კლუბები ახლოს არიან სონგის არენდაზე შეთანხმებასთან, 2014 წლის ზაფხულამდე. თუმცა, უნდა მოგვარდეს კიდევ ერთი პუნქტი. "ნაპოლის" სონგის ყიდვის ვარიანტი სურს, "ბარსელონა" კი ამას არ ეთანხმება.

26 წლის სონგი "ბარსელონაში" 2012 წელს გადავიდა ლონდონის "არსენალიდან". კატალონიურ გრანდში მან 50 მატჩი ჩაატარა და გაიტანა ერთი გოლი. სონგის სავარაუდო ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს. მისი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2017 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.