სორიანო: "ლუის ენრიკე - იდეალური მწვრთნელია "ბარსელონასთვის"

სორიანო: "ლუის ენრიკე - იდეალური მწვრთნელია "ბარსელონასთვის"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი, ჯონათან სორიანო, რომელიც "რედ ბულ ზალცბურგის" ღირსებას იცავს, აცხადებს, რომ ლუის ენრიკე იდეალური სპეციალისტია კატალონიური კლუბისთვის. სორიანო დარწმუნებულია, რომ ლუის ენრიკესთან ერთად "ბარსელონა" დიდ წარმატებებს მიაღწევს. იტყობინება, Marca.

"ლუის ენრიკე - იდეალური მწვრთნელია "ბარსელონასთვის", თუ ყურადღებას გავამახვილებთ მის ლიდერის თვისებებზე. ის ფლობს გამარჯვებულის ფსიქოლოგიას და აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებს." - განაცხადა, სორიანომ.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში პირველ ოფიციალურ შეხვედრაში "ელჩე" დაამარცხა (3:0).  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.