"ბარსა" ჯგუფურ ეტაპს "კამპ ნოუზე" იწყებს და ამთავრებს
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ ისიც გაირკვა, თუ რომელი გუნდის რომელ მეტოქეს როდის დაუპირისპირდება. კალენდრის შედგენის შედეგად დადგინდა, რომ "ბარსა" პირველ და ბოლო მატჩებს "კამპ ნოუზე" ჩაატარებს.
17 სექტემბერს, ლუის ენრიკეს გუნდი კვიპროსულ აპოელ-ს უმასპინძლებს. ეს მატჩი "ბილბაოსა" და "ლევანტეს" წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრებს შორის გაიმართება.
მე-2 ტურში "ბარსა" "პარი სენ ჟერმენს" ეწვევა. კატალონიელები მანამდე "გრანადასთან", ხოლო შემდეგ "რაიოსთან" ითამაშებენ.
21 ოქტომბერს "ბარსელონა" "აიაქსს" უმასპინძლებს. ამ შეხვედრამდე "ბარსა" "ეიბარს" დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ "რეალთან" "ელ კლასიკოს" გამართავს. ცნობისთვის, "რეალი" "კლასიკოს" წინ "ლივერპულს" ესტუმრება.
მე-4 ტურში "ბარსელონა" სათამაშოდ ამსტერდამში ჩავა. ეს შეხვედრა "სელტასთან" და "ალმერიასთან" გასამართ მატჩებს შორის შედგება.
25 ნოემბერს კატალონიელები კვლავ სტუმრად, ამჯერად აპოელ-თან ითამაშებენ. "ბარსა" მანამდე "სევილიას", მოგვიანებით კი "ვალენსიას" დაუპირისპირდება.
ბოლო ტურში ენრიკეს გუნდი პსჟ-ს უმასპინძლებს. კატალონიელები პარიზელებამდე "ესპანიოლს", ხოლო შემდეგ "ხეტაფეს" დაუპირისპირდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 42 ]