"ბარსა" ჯგუფს შინ იწყებს და ამთავრებს
ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის კალენდარი და გაირკვა, რომ "ბარსელონა" პირველ და ბოლო შეხვედრებს "კამპ ნოუზე" ჩაატარებს.
18 სექტემბერს, ტატა მარტინოს გუნდი "აიაქსს" უმასპინძლებს. 1 ოქტომბერს, კატალონიელები გლაზგოს ეწვევიან და "სელტიკს" დაუპირისპირდებიან. 22 ოქტომბერსა და 6 ნოემბერს, ჯგუფის ცენტრალური მატჩები გაიმართება - "ბარსა" "მილანს" ჯერ სტუმრად, შემდეგ კი შინ შეხვდება. 26 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონები "აიაქსს" ესტუმრებიან, ხოლო 11 დეკემბერს, ჯგუფის ბოლო მატჩში, "სელტიკს" "კამპ ნოუზე" დაუხვდებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]