მარტინო:" მესიზე საუბრით დავიღალე"

მარტინო:" მესიზე საუბრით დავიღალე"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტატა მარტინომ განაცხადა, რომ მესის ირგვლივ აგორებულ ჭორებზე ახსნა-განმარტებით დაიღალა. 

"ახლაც ჩვენ ვატრიალებთ ამ ჭორებს. სამწუხაროდ, მწვრთნელებს უწევთ ყველა ჭორისთვის პასუხის გაცემა, რაც ძალიან დამღლელია. პირველივე პრეს კონფერენციაზე პირველივე კითხვა სწორედ მესის შეეხებოდა."

 "მე ვესაუბრე ექიმებს და მათ ტრავმა დაადასტურეს. არ მგონია, რომ ის არგენტინის ნაკრებთან წარმატებაზე აღარ ფიქრობს. გერმანიასთან მატჩის შემდეგ ექიმი ბარსელონაში წავადა "ბარსელონას" სამედიცინო შტაბს შეხვდება. ზოგჯერ საჭიროა ფეხბურთელმა მკურნალობის კურსი სახლში გაიაროს. გარაის რუსეთში მოუწია ტრავმის მოშუშება. არ არის აუცილებელი ფეხბურთელი მოვიდეს ჩემამდე, რომ ტრავმის სიმძიმე და არსებობა გავიგო." - დაასრულა მარტინომ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.