მასკერანომ დაადასტურა, რომ მესის ტრავმა სერიოზული არაა

მასკერანომ დაადასტურა, რომ მესის ტრავმა სერიოზული არაა

კატალონიის "ბარსელონას" მცველმა ხავიერ მასკერანომ დაადასტურა, რომ ლიონელ მესის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. 

"გერმანია არგენტინის მატჩი 3-4 დღით გვიან რომ ჩატარებულიყო, მესი აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას. მან უბრალოდ კუნთი დაიჭიმა. ეს იყო ამხანაგური მატჩი და არ არის საჭირო ჯანმრთელობის გარისკვა."

"ჩატარებული მატჩით კმაყოფილები ვართ. გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კარგად შეთამაშებული იყო და ხერარდო მარტინომ გუნდს ახალი ელემენტები შესძინა." - დაასრულა მასკერანომ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.