მასკერანომ ტრავმა მიიღო
"ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების უნივერსალმა, ხავიერ მასკერანომ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურის მატჩში ბრაზილიასთან დაზიანება მიიღო. ამ ინფომაციას Ole ავრცელებს. მასკერანომ შეხვედრის (1:1) დასრულება შეძლო, თუმცა შემდეგ კუნთში ტკივილი იგრძნო.
არგენტინის მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ 31 წლის ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა ჯერ არ იცის, რამდენი ხანი გაუცდება მასკერანოს. მისი თამაში 17 ნოემბერს კოლუმბიასთან გასამართ მატჩში საეჭვოა. გარდა ამისა, არაა გამორიცხული, რომ არგენტინელმა ვერ ითამაშოს "ელ კლასიკოში", რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]