ადრიანოს პრესკონფერენცია
სიუტატ ესპორტივაზე ვარჯიშის შემდეგ ადრიანო კორეიას პრესკონფერენცია გაიმართა. ფეხბურთელმა გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა. "ძალიან შემეშინდა, როდესაც გულის არითმია აღმომიჩინეს. ასეთ დროს ბევრ რამეზე ფიქრობ. მკურნალობის თვალსაზრისით, ვიცოდი, რომ საიმედო ხელში ვიყავი. ყოველ დღე ამ საკითხზე უფრო ცოტას ვფიქრობ. ახლა კარგად ვარ. პრობლემა მოგვარებულია. ჩვეულებრივად ვვარჯიშობ და მოუთმენლად ველი თამაშის დაწყებას."
ადრიანომ მწვრთნელზე გააკეთა კომენტარი. "ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ფილოსოფია ძალიან შეიცვალა. მას მტკიცე ხასიათი აქვს, რაც ჩვენთვის კარგია." ბრაზილიელის თქმით, ახლა უფრო მეტი ყურადღება ექცევა ფიტნესს. "ცვლილებები გვიჩვენებს, თუ როგორი მწვრთნელია ლუის ენრიკე. ყოველთვის მეტს მოითხოვს ფეხბურთელებისგან, რაც ჩვენ თავდაჯერებას გვმატებს. ის კლუბს კარგად იცნობს."
"სეზონი კარგად დაიწყო", განაცხადა უკანახაზელმა. "გარდაქმნა სწრაფად მოხდა და გუნდი უკეთესი გახდა. ამ სეზონში ყველაფრის საუკეთესოდ გაკეთება გვსურს, ეს კი კარგად თამაშს ნიშნავს."
"ბარსელონაში" მოთამაშეები ერთმანეთის კონკურენტები არიან. "კონკურენცია კარგია გუნდისთვის, რადგან ყველას მაქსიმალურად მზადყოფნა მოუხდება. ახალი ფეხბურთელების მოსვლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვლა. მათ ჩვენი მონდომება გააძლიერეს. ისინი აქ ტიტულების მოსაგებად მოვიდნენ, რაც ყველასთვის სასარგებლოა."
ადრიანომ თავის თანამემამულე დუგლას პერეირაზე ისაუბრა. "შესანიშნავი ფეხბურთელია ბევრი კარგი თვისებით. დუგლასის ტრანსფერმა არ გამაოცა. ის შესანიშნავი შენაძენია, მაგრამ ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება. ყოველ დღე უნდა ვესაუბროთ დუგლასს, რათა ადაპტაციის პროცესი მაქსიმალურად სწრაფად დამთავრდეს."
"ამ ზაფხულში რამდენიმე შემოთავაზება მივიღე, მაგრამ ყოველთვის ნათელი იყო, რომ "ბარსელონაში" დარჩენა მსურს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]