ჩავის პრესკონფერენცია

ჩავის პრესკონფერენცია

პარასკევს ჩავი ერნანდესის პრესკონფერენცია გაიმართა. ფეხბურთელი ოპტიმისტურად იყო განწყობილი: "უფრო მოტივირებული ვარ, ვიდრე პირველ დღეს ვიყავი, რადგან მომწონს ის, რასაც ვხედავ". კაპიტნის თქმით, ფეხბურთელები ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ძალიან კარგად მუშაობენ. "თუ ჩვენს სავარჯიშო სესიებს შეხედავთ, მიხვდებით, რომ გუნდში ყველაფერი კარგად მიმდინარეობს". ჩავიმ განაცხადა, რომ თითოეულ სავარჯიშოს აქვს თავისი კონკრეტული მიზანი, რომელიც სრულდება. ტიტულების მოგება არ იქნება მარტივი, მაგრამ ნახევარმცველს კარგი წინათგრძნობა აქვს.

ჩავი "ბარსელონაში" თავის მე-17 სეზონს იმავე მონდომებით იწყებს, როგორც  პირველ დღეს. "ენთუზიაზმით აღსავსე ვარ და მოუთმენლად ველოდები სტარტს. კარგი პრესეზონი გვქონდა და მწვრთნელს შევეჩვიეთ... ვიცით, რომ გასულ სეზონში მიზნებს ვერ მივაღწიეთ. "ბარსამ" ყოველ წელს მინიმუმ 1 მნიშვნელოვანი ტიტული უნდა მოიგოს."

ნახევარმცველმა განაცხადა, რომ დიდი შრომა დასჭირდება სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად. "თავდაუზოგავად ვმუშაობ, რათა გუნდისათვის ისევ მნიშვნელოვანი ვიყო. მწვრთნელი მიიღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ მე მზად ვარ ყველაფრისათვის და ნებისმიერ სიტუაციას მივიღებ." ესპანელის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, მაგრამ, ჩავის თქმით, "სეზონი გრძელია და ბევრი მატჩი გველის. გუნდის ყველა ასპექტი მნიშვნელოვანია. თუმცა ეს "ბარსაა" და ჩემთვის ეს სიახლე არ არის."

კატალონიელთა კაპინატი წარმატებულ სეზონს ფეხბურთელებს შორსი არსებული დამოკიდებულების გამო მოელის. "როგორც საფეხბურთო, ისევე ადამიანური თვალსაზრისით, ძალიან კარგი მოთამაშეები შევიძინეთ. ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში მშვენიერია. თანაცხოვრება და ჰარმონია ფანტასტიკურია. ჩვენი შედეგები ყველაფერს გვიჩვენებს, მაგრამ საფუძველიდან ვიწყებთ და აქ ბრწყინვალე ჯგუფია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.