„ბარსელონა“ ალბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს
"ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა გუნდის მარცხენა მცველთან, ხორდი ალბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, იტყობინება AS.
ამასთან დაკავშირებით, "ლურჯ-ბროწეულისფერების" სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა, უახლოეს მომავალში, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის აგენტთან შეხვედრას გეგმავს, რათა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობა განიხილოს, ფეხბურთელისთვის საუკეთესო ფინანსური პირობებით. ალბას მიმდინარე ხელშეკრულება ესპანურ გრანდთან 2017 წლამდეა ძალაში.
შეგახსენებთ, მანამდე ალბამ საქებარი სიტყვებით მოიხსენია გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე. ესპანელი მიიჩნევს, რომ მისი ხელმძღვანელობით კატალონიელები დიდი წარმატების მიღწევას შეძლებენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]