ლუის ფაბიანო: "სევილიის" სახით "ბარსელონას" და "რეალს" ძლიერი კონკურენტი ჰყავთ"
"სევილიას" და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის ფაბიანომ განაცხადა, რომ არ აპირებს კლუბის დატოვებას და სულ მალე გააფორმებს ახალ კონტრაქტს. ასევე ფაბიანო გულშემატკივრებს დაპირდა, რომ მისი გუნდი ახალ სეზონში უდიდეს კონკურენციას გაუწევს კატალონიის "ბარსელონას" და მადრიდის "რეალს".
"ვპირდები გულშემატკივრებს, რომ ახალ სეზონში "სევილია" ყველანაირად შეეცდება კონკურენცია გაუწიოს "ბარსელონას" და "რეალს". ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ და მზად ვართ მეტოქეებს სათანადოდ შევხვდეთ. მე კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით და არ ვაპირებ კლუბის დატოვებას." განაცხადა ლუის ფაბიანომ AS-თან ინტერვიუში.
წყარო: sports.ru
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]