გვარდიოლა მთავარ კოზირს უფრთხილდება

გვარდიოლა მთავარ კოზირს უფრთხილდება

კორეელი ფანები პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელს მოქმედებაში ვერ ნახავენ. სამშაბათს კატალონიელთა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ არგენტინელი ვარსკვლავი "K-League"-ის წინააღმდეგ მინდორზე ვერ გამოვა.

 ეს სიახლე პეპმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციის დაწყებისთანავე ამცნო. ამბავი იმდენად მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო დამსწრე საზოგადოებისთვის, რომ მათ თავი ვერ შეიკავეს და ერთხმად ამოიოხრეს.

 პეპის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით ეწყინათ არგენტინელის აზიელ ფანებს, რომლებიც დიდი ინტერესით ელოდნენ ლეოს მინდორზე ხილვას, მაგრამ გვარდიოლა არ აპირებს გადაფიქრებას, რადგან მისი აზრით, მესი ჯერჯერობით არ არის მზად რომელიმე მატჩში მონაწილეობის მისაღებად.

 "ბოლო ერთი თვე საკმარისი არ არის სასურველი ფორმის აღსადგენად." - თქვა გვარდიოლამ, რომელმაც დიდი სინანულით განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. "ძალიან მინდა არსებობდეს რაიმე გამოსავალი, რადგან ყველაზე მეტად ეს ამბავი ლეოს ეწყინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავრისკავ. ამ მდგომარეობაში დიდი შანსია, რომ მესი ტრავმას აიკიდებს."

 მწვრთნელის გადაწყვეტილება ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ლეომ მხოლოდ და მხოლოდ ორი სავარჯიშო სესია ჩაატარა მას შემდეგ რაც არდადეგებიდან დაბრუნდა და კლუბს აზიის ტურში გაჰყვა.

წყარო: www.sport.es 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.