"რეალი" - "ბარსელონა". გვარდიოლა მატჩის წინ

"რეალი" - "ბარსელონა". გვარდიოლა მატჩის წინ


მიუხედავად იმისა, რომ მთელი გუნდი ერთად მხოლოდ 2 დღე ავარჯიშა ხოსეპ გვარდიოლა არავითარ გასამართლებელ საბუთს არ ეძებს სუპერთასის მატჩის წინ, რომელიც ხვალ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება. "ეს არის ფინალი და ვინც გაიმარჯვებს საუკეთესო იქნება" - განაცხადა მწვრთნელმა.

სუპერთასის თამაში "ბარსას" მწვრთნელისთვის ყოველთვის სასიამოვნო ინფორმაციაა: "ჩვენ იღბლიანები ვართ, რადგან აქ ვთამაშობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ სეზონში რაღაც მოვიგეთ. ამ ტურნირში მონაწილეობას ზედიზედ მესამე წელია ვღებულობთ" - განაცხადა პეპმა. ტურნირზე საუბრის შემდეგ გვარდიოლამ გუნდების მომზადების შესახებ ისაუბრა: "ჩვენ მოსამზადებლად მხოლოდ 2 დღე გვქონდა და მადრიდს ძალიან კარგი პრე-სეზონი ჰქონდა. მე ვნახე მათი თამაშები და ისინი წინა სეზონის მსგავს ფორმაში არიან".

ვინ ითამაშებს ხვალ?

ორი ვარჯიშის შემდეგ, სადაც მთელი გუნდი ღებულობდა მონაწილეობას და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პრე-სეზონში მონაწილეობა არ მიუღიათ მესის, მასკერანოს, სანჩესს და ალვეშს საინტერესოა რა შემადგენლობა გამოვა "ბერნაბეუზე". "მესი და მასკერანო ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. მათ ყველაზე მოკლე შვებულება ჰქონდათ, მხოლოდ 3 კვირა. როცა ნაკლებს ისვენებ ნაკლები დრო გჭირდება ფორმის აღსადგენად" - განაცხადა არგენტინელების შესახებ პეპმა. რა შემადგენლობა გავა "ბერნაბეუზე" გვარდიოლა კვირას გადაწყვეტს. მან ასევე განაცხადა, რომ ყველა ფეხბურთელი 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის.

"ბერნაბეუზე" ამბიციებით

გვარდიოლამ გარკვევით განაცხადა, რომ გასამართლებელი საბუთები არ შეიძლება არსებობდეს. "ჩვენ ვთამაშობთ ფინალს და არავითარი გასამართლებელი საბუთები არ უნდა გვქონდეს. მათი უკეთეს ფორმაში ყოფნა რომ მსურვებოდა გუნდს ადრე შევკრებდი. დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია. "სევილიასთან" 3-1 მარცხის განმეორება პირველ მატჩში არ შეიძლება, რადგან "რეალთან" ამის აღმოფხვრა ფაქტიურად შეუძლებელია. შეხვედრის ბედი კვირას გადაწყდება. თუ ჩვენ "ბერნაბეუდან" კარგი შედეგით დავბრუნდებით იმის დამსახურება იქნება, რომ დიდი ამბიციები გვაქვს" - დაამატა მან.

"ეს დაგვეხმარება ფორმაში მალე ჩადგომაში"

ის ფაქტი, რომ მადირდთან შეხვედრა ადრე იმართება გუნდს სასიკეთოდ წაადგება. გვარდიოლამ განაცხადა, რომ "ეს საუკეთესო ფორმაში მალე ჩადგომაში დაგვეხმარება. ევროპის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირება "რეალთან" შეხვედრების შემდეგ მალე დაიწყება".

როგორ ითამაშებს "რეალი"? "ძალიან რთულია იმის გამოცნობა, თუ როგორ ითამაშებენ მადრიდელები. მათ ისეთი შემადგენლობა ყავთ ტაქტიკის ლავირება შეუძლიათ. მათი დამარცება მართლაც რთულია" - გაგვაფრთხილა პეპმა.

პუიოლი მალე დაბრუნდება

სუპერთასზე საუბრის შემდეგ გვარდიოლამ გამორიცხა ცენტრალური მცველის შეძენის ვარიანტი და განაცხადა, რომ პუიოლი დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. "მე არ ვარ ექიმი, მაგრამ ვხვდები, რომ მალე დაგვიბრუნდება. ის ტკივილის გარეშე ვარჯიშობს" - განაცხადა მწვრთნელმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.