იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში გამოიძახეს

იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში გამოიძახეს

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოიძახეს შვედეთის ნაკრებში, რათა მონაწილეობა მიიღოს 11 აგვისტოს გასამართ ამხანაგურ მატჩში შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა შარშან განაცხადა, რომ დაამთავრა ნაკრებში კარიერა, თუმცა როგორც ჩანს შვედების ახალი მწვრთნელი ერიკ ჰამრენი მას დაელაპარაკა და დაარწმუნა, რომ იგი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში. ჯერჯერობით ზლატანის აქტივში 60 მატჩი და 22 გატანილი გოლია.

წყარო: championat.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.