იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში დაბრუნდა
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიიღო გადაწყვეტილება და დაბრუნდა ნაკრებში. 28 წლის ფორვარდმა შეწყვიტა ეროვნულ გუნდში თამაში, მას შემდეგ, რაც შვედეთი ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მას მწვრთნელი, ერიკ ჰამრელი დაეხმარა. შვედეთში ზლატანს 62 მატჩი აქვს ნათამაშები და მან 22–ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ასევე კომენტარი გააკეთა ჭორებზე, რომელიც მის შესახებ ვრცელდება. "მე უკვე დავიღალე იმის შეხსენებით, რომ "ბარსელონასთან" კიდევ 4 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და არ ვაპირებ არსად წასვლას. ძალიან სასაცილო იყო, როდესაც ვკითხულობდი, რომ ვითომ ვაწარმოებ შეთანხმებებს მანჩესტეერ სიტისთან" და "ჩელსისთან". გაიგეთ ბოლოს და ბოლოს რომ ეს არის ჭორები." განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]