ლავესი "ბარსელონასთან" ვერ ითამაშებს
"პარი სენ ჟერმენის" არგენტინელი თავდამსხმელი ეზეკიელ ლავესი ტრავმირებულია და ის "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
29 წლის ფეხბურთელმა ტრავმა საფრანგეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში, "კანთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო. მან მოედანი მე-13 წუთზე დატოვა. ამჟამად არსებული იფნორმაციით, ლავესის 3 კვირა გაუცდება, მაგრამ არაა გამორიცხული, მისი მკურნალობა 6 კვირაც გაგრძელდეს. ეს ნიშნავს, რომ ის ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, "ბარსელონას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]