პეპი: "რაული ყველა დროის საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელია"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თვლის, რომ ლეგენდარული ფორვარდი რაული ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. შეგახსენებთ, რომ "ელ კაპიტანომ" მადრიდის "რეალი" სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა და გადაბარგდა გერმანულ "შალკეში".
თავის დროზე გვარდიოლა და რაული ერთად თამაშობდნენ ესპანეთის ნაკრებში. მათ არაერთ "ელ კლასიკოში" აქვთ მონაწილეობა მიღებული ლიდერების რანგში.
"რაულის "შალკეში" წასვლით "რეალმა" დაკარგა ყველა დროის საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი. ის რომ იგი საუკეთესოა ამას ციფრებიც ამტკიცებენ, ხოლო ციფრები ფეხბურთში ბევრს ნიშნავს" –განაცხადა გვარდიოლამ.
წყარო: soccer.ru
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]