ფეხბურთელების კომენტარები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელების კომენტარები მატჩის შემდეგ

ჩავი ამ სეზონში პირველად მოგვევლინა ლა ლიგის მატჩის სასტარტო შემადგენლობაში. "ბარსელონას" კაპიტანმა თავისი სიხარული გაგვიზიარა. "90 წუთის განმავლობაში მოედანზე ყოფნა შესანიშნავი იყო. დიდი სიამოვნება მივიღე. ჩემი აზრით, კიდევ შემიძლია თამაში."

შეხვედრის დასაწყისი "მალაგასთან" დაპირისპირებას ჰგავდა, მაგრამ ამჯერად "ბარსამ" მოახერხა მეტოქეს დაცვის ხაზის გარღვევა. "კარგი თამაშის ჩატარება გვჭირდებოდა "მალაგასთან" დაფიქსირებული ფრის შემდეგ და ჩვენ ეს გავაკეთეთ."

ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩი შეაქო. "ის თავდასხმაშიც და დაცვაშიც ბრწყინვალეა.  შეუფერხებლად მოქმედებს და ბურთის ართმევაც შეუძლია. შესანიშნავი შენაძენია."

ბოლოს ჩავიმ ამ სეზონის გუნდის რამდენიმე განსხვავება აღნიშნა. "არ არის ისეთი დიდი განსხვავება, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ფლანგებზე ზეწოლა შედარებით შემცირებულია. შეტევის საკითხებს ვგულისხმობ. დანარჩენი ყველაფერი იგივეა."

სერხი რობერტო

"ფრის შემდეგ, გამარჯვება შესანიშნავია, განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე. გუდნი კარგად გამოიყურებოდა. გოლები არ გავუშვით და პირიქით გავიტანეთ. მოგების გამო მოხარულები ვართ."

"ყოველთვის თავდაუზოგავად მუშაობა გვსურს. არ გვინდა, რომ პროგნოზირებადები ვიყოთ. დღევანდელი მიზანი ბურთის კონტროლი და მისი სწრაფად დაბრუნება იყო."

"ლუის ენრიკე ყველასგან ერთი და იგივეს მოითხოვს. კარგად ვიცნობ მას და ვიცი, თუ რას ელის ჩემგან."

"მოედანზე გამოსვლა გამიხარდა. ჩემპიონთა ლიგაში ვითაშე და ახლა მეორე ტაიმში გამოვედი."

ხავიერ მასკერანო

"არ უნდა დავივიწყოთ ვარჯიში, რადგან უნდა გვჯეროდეს იმის, რასაც სავარჯიშო სესიებზე ვაკეთებთ. ჩვენი შედეგი არაფერს ცვლის. ხანდახან საერთოდ არაფერი გამოგდის."

"გუნდმა აჩვენა, რომ აქ ბრძოლისა და კონკურენციისთვის ვართ. ვერ ვინერვიულებთ სხვებზე. მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ."

"არ მისაუბრია მწვრთნელთან. იცის, რომ ნახევარდაცვაში თამაში მიყვარს, მაგრამ უკანახაზს მივეჩვიე. არ აქვს მნიშვნელობა. ვითამაშებ იქ, სადაც დავჭირდები. მწვრთნელი მიიღებს გადაწყვეტილებებს. ჩემი, როგორც მცველის, სჯერა და დღეს რამდენიმე წუთის განმავლობაში ნახევარდაცვაშიც ვითამაშე."

"დაცვაზე საუბრისას იგულისხმება არამარტო 4 უკანახაზელი, არამედ მთლიანი გუნდი. ზეწოლას კარგად ვიყენებთ და მეტოქეს გოლის გატანა უჭირს. მთავარია გუნდურობა და არა ინდივიდუალიზმი."

"პარიზში ჩვენი საქმის გასაკეთებლად მივდივართ. "პსჟ" შესანიშნავი გუნდია. შედეგის მიუხედავად, თავდაუზოგავად ვმუშაობთ, მაგრამ კიდევ უნდა გავუმჯობესდეთ."

ივან რაკიტიჩი

"არ იყო ადვილი. "გრანადა" თავდაუზოგავად მუშაობს. დასაწყისში არაკომფორტულად ვგრძნობდით თავს, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში დიდი ძალისხმევა გავიღეთ. კარგი მატჩი ჩავატარეთ და მოგებამ გაგვახარა. "გრანადას" დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანი იყო."

"თითქოს მთელი ცხოვრებაა აქ ვთამაშობ? სეზონი გრძელია. ყველაფრისთვის მადლიერი ვარ. წინსვლა და სიამოვნების მიღება მინდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის დახმარება და მოგების გაგრძელებაა. თუ გოლის გატანასაც შევძლებ, უკეთესი იქნება. თუმცა გუნდი გოლებზე უფრო მნიშვნელოვანია."

"რთულია კარგი დაცვითი გუნდის წინააღმდეგ თამაში. უფრო მომთმენები ვიყავით, ვიდრე "მალაგასთან" და ბურთს უფრო სწრაფად ვათამაშებდით."

"დიდი მადლობა ფანებს. ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.