ბლანი: „პსჟ-მ ძალიან კარგად ითამაშა“
"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის, "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
"ამ წარმატებამ ნამდვილი სიხარული მომიტანა. ჩვენ ცოტა დრო გვქონდა ამ მატჩისთვის მოსამზადებლად, ამასთან ერთად, ვერ დავიწყეთ მიმდინარე სეზონი კარგად, მაგრამ მძიმე სამუშაომ შედეგი გამოიღო."
"ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ამ მატჩში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ შესანიშნავი კოლექტიური თამაში. ასეთი მატჩი გვჭირდებოდა, რათა დაგვებრუნებინა ის მოგების განცდა, რომელიც გასულ სეზონში წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა. "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩში, ჩვენ კვლავ ძალიან კარგი პსჟ ვიხილეთ."
"ჩვენ გავაანალიზეთ "ბარსელონას" სათამაშო შესაძლებლობა და მზად ვარ გავიმეორო ის, რაც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ვთქვი: "ბარსა" ძალიან ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ისინი ხშირად ტოვებენ თავისუფალ ზონებს და მომენტების შექმნის საშუალებას გვაძლევენ. ჩვენ საკმაოდ კარგად მოვახერხეთ მათი რეალიზება."
"ეს გამარჯვება მემახსოვრება, რადგან, ვფიქრობ, ის დარჩება გულშემატკივრების მეხსიერებაში ფეხბურთელებთან ერთად." - განაცხადა ბლანმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]