ბლანი: "გვსურს "ბარსელონას" ვაჯობოთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ"

ბლანი: "გვსურს "ბარსელონას" ვაჯობოთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ"

ფრანგული "პარის სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში "აპოელის" დამარცხების შემდეგ (1:0), კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებამ ფრანგებს პლეი-ოფის საგზური მოუტანა.

"ჩვენ საკუთარ მიზნებს მივაღწიეთ და ვფიქრობ, რომ უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა მოგვეგო. მეკარის ოსტატობისა და სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენ მინიმალური ანგარიშით გავიმარჯვეთ. ჩვენ შევეცდებით გავიმარჯვოთ უახლოეს შეხვედრაში "აიაქსსთან" მატჩში, რათა ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ. ეს ჩვენი ახალი მიზანია, მაგრამ კარგათ ვიცით, რომ "ბარსელონაც" სწორედ ამისთვის იბრძვის." - განაცხადა, ბლანმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.