"რაიო"-"ბარსელონა". ლუის ენრიკე მატჩის წინ

"რაიო"-"ბარსელონა". ლუის ენრიკე მატჩის წინ

"რაიო ვალიეკანოსთან" მატჩამდე გამართულ პრეზკონფერენციაზე, ლუის ენრიკემ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, კერძოდ, "ბარსელონას" მომავალ მეტოქეზე ლა ლიგაში: "რაიო" - გუნდი, რომელიც მე განსაკუთრებულად მომწონს. ისინი არ ელოდებიან მომენტებს, გადიან მოედანზე საბრძოლველად და იციან, როგორ ითამაშონ ბურთით. ის შესანიშნავი სამაგალითო გუნდია, რომელსაც არ აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობა. მე ნამდვილად მომწონს ეს გუნდი და მათი მწვრთნელი."

"პაკო ხემესს აქვს საკუთარი განსაკუთრებული სათამაშო სტილი, რომლითაც ის თავის ფეხბურთელებს ათამაშებს. ჩვენ მათი მსგავსი ფეხბურთით ვთამაშობთ. ის უდიდეს სამუშაოს ასრულებს და ვფიქრობ, ის უფრო მეტია, ვიდრე მზად იმისათვის, რომ გაწვრთნას დიდი კლუბი."

ლუის ენრიკე აცხადებს, რომ მატჩი რთული იქნება, რადგან "რაიო" ითამაშებს კონტრშეტევებზე და პრესინგს განახორციელებს "ბარსელონას" დაცვის ზონაში: "ორივე გუნდი აკონტროლებს ბურთს და მივიჩნევ, რომ ეს მატჩის მოგების მთავარი ფაქტორი იქნება. თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაზე მთავარი საბოლოო შედეგი იქნება."

მწვრთნელის განცხადებით, ეს მატჩი განსხვაებული იქნება პარიზში გამართული თამაშისგან, სადაც "ბარსა", მიმდინარე სეზონში, პირველად დამარცხდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რამდენიმე შეცდომა ფატალური აღმოჩნდა ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "პარი სენ ჟერმენია": "ეს არ იყო საუკეთესო დღე ჩენთვის, მაგრამ საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდით."

პსჟ-სთან მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკე ბევრმა გააკრიტიკა. ამაზე მან განაცხადა: "მთავარი არა გაკრიტიკის მოსმენა, არამედ მისი მიღებაა." მან დაამატა, რომ კრიტიკა არ აიძულებს თავისი შეხედულებების სეცვლას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.