"ბარსელონა"-"რაიო": ლუის ენრიკე მატჩის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა "რაიო ვალიეკანოსთან" მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და აღნიშნა მეტოქე გუნდის სიძლიერე, რომელსაც პაკო ხემესი წვრთნის.
"ყველა მოწინააღმდეგე სახიფათოა, მაგრამ "რაიო" პრიმერას ერთ-ერთი გუნდია, რომელსაც თავისი სტილი აქვს. იგი ერთ-ერთია ლა ლიგაში იმ მოწინააღმდეთაგან, რომელსაც შეუძლია, კონკურენცია გაგვიწიოს ბურთის ფლობაში. მოუთმენლად ველით შეხვედრას.
თუ ისინი პრესინგს მიმართავენ, მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვიქნებით. როდესაც თამაშობ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც დაცვაში თამაშობს, უნდა იპოვო რაიმე გამოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია გართულდება.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პაკო ხემესი, რომელიც ცენტრალური მცველი იყო, შეტევითი მენტალიტეტის მწვრთნელი გამოვიდოდა.
მან გვაჩვენა, რომ შეუძლია იყოს გამბედავი და რომ მცირე რესურსითაც შეიძლება კარგად თამაში. ის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ვიმედოვნებ, რომ უფრო დიდი პოტენციალის მქონე გუნდში ვიხილავ.
შეხვედრის ჩატარების დრო არც ცუდია, არც კარგი, ეს უბრალოდ განსხვავებულია. ის სცვლის ყველაფერს - განრიგი განსხვავებულია, როდესაც თამაშობ საღამოს ან ღამით, "რაიოსთან" გასამართი შეხვედრის დრო კი მოქმედებს ჩვენს გრაფიკზე. ვარჯიშის ნაცვლად, მატჩს ჩავატარებთ.
არ აქვს მნიშვნელობა, მომწონს თუ არა ეს, უნდა ვითამაშოთ დადგენილ დროს. ასეთივე დროს ითამაშებს მეორე გუნდიც.
სერხიოს პოზიციაზე თამაში ბევრ ფეხბურთელს შეუძლია: მასკერანოს, ჩავის, სერხი რობერტოს ან რაკიტიჩის.
პედროს აქვს ბევრი ინდივიდუალური თვისება, ის კარგად თამაშობს ერთ-ერთზე და იტანს გოლებს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 34 ]