"ბარსელონა" მადრიდშია

"ბარსელონა" მადრიდშია

კატალონიის "ბარსელონა" უკვე მადრიდში იმყოფება, სადაც "რაიოსთან" გამართავს მატჩს. გუნდის თვითმფრინავმა "ელ პრატის" აეროპორტი 12:00 საათზე დატოვა. მადრიდში ჩასვლისთანავე, ფეხბურთელებმა სასტუმროში გადაინაცვლეს, სადაც მატჩის დაწყებამდე დაისვენებენ.

გამგზავრებამდე ლუის ენრიკემ გუნდის განაცხადი გამოაცხადა. როგორც უკვე გაცნობეთ, განაცხადში არ იმყოფებიან რაფინია და დუგლასი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ. მადრიდში, ასევე, არ გამგზავრებულან მონტოია, სერხი რობერტო, ვერმალენი და მასიპი, ხოლო ლუის სუარესი კვლავ დისკვალიფიცირებულია.

"რაიოსა" და "ბარსელონას" შორის გამტჩი გაიმართება დღეს, 20:00 საათზე.

სურათები

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.