"ბარსელონა" მადრიდშია
კატალონიის "ბარსელონა" მადრიდში რამდენიმე საათის წინ ჩაფრინდა, სადაც ლა ლიგის მე-12 ტურში "რეალს" დაუპირისპირდება.
მადრიდში ჩასვლისთანავე, ფეხბურთელებმა სასტუმროში გადაინაცვლეს, სადაც მატჩის დაწყებამდე დაისვენებენ. გუნდთან ერთად გაემგზავრნენ დირექტორთა საბჭოს წევრები და "ბარსელონას" პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ, რომლებიც დირექტორთა საბჭოს ტრადიციულ სადილს დაესწრებიან.
"რეალსა" და "ბარსელონას" შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:15 საათზე გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]