კვირის პირველი სავარჯიშო სესია

კვირის პირველი სავარჯიშო სესია

დღეს, დილით, "ბარსელონა" ვარჯიშს დაუბრუნდა. ფეხბურთელების დიდი ნაწილის ნაკრებებში გამოძახების შემდეგ, ლუის ენრიკეს განკარგულებაში პირველი გუნდის 6 (მასიპი, მონტოია, დუგლასი, ადრიანო, ალვესი და ჩავი) ფეხბურთელი დარჩა. ვარჯიშში, ასევე, მონაწილეობა მიიღო "ბარსა ბ"-ს 5-მა ფეხბურთელმა (ხოსე აურელიო სუარესი, სამპერი, ჟოან რომანი, ადამა და დონგუ). ტრავმირებული რაფინია, რომელმაც სესია გამოტოვა, სპეციფიკური სამუშაოებით იყო დაკავებული, ხოლო ვერმალენი მოედანზე გამოჩნდა, მაგრამ განცალკევებით ივარჯიშა.

ამჟამად, სხვადასხვა ნაკრებში გამოძახებულია პირველი გუნდის 15, ხოლო "ბარსა ბ"-ს 2 ფეხბურთელი: ტერ შტეგენი, ბრავო, პიკე, ალბა, ბარტრა, მასკერანო, მატიე, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტჩი, პედრო, ს. რობერტო, ლუის სუარესი, მესი, ნეიმარი, მუნირი და სანდრო.

"ბარსელონა" მზადებას ოთხშაბათს, 13:00 საათზე დაუბრუნდება.

სავარჯიშო სესიის სურათები

[media=http://www.youtube.com/watch?v=l9DPy6BFG9Q]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.