პედრო: "ბარსელონაში" მაღალი კონკურენციაა"
"ბარსელონას" თავდამსხმელი პედრო როდრიგესი აცხადებს, რომ მაღალი კონკურენციის გამო, ყოველთვის ვერ ხვდება გუნდის ძირითად შემადგენლობაში.
"ბარსელონაში" ყოველთვისაა კონკურენცია. მე სულ მიწევს მასთან გამკლავება და თავდაუზოგავად ვმუშაობ. მინდა, რომ სუარესმა თამაში დაიწყოს და სასარგებლო იყოს გუნდისთვის. "ბარსელონაში" თამაში ყოველთვის რთული იყო." - განაცხადა პედრომ.
მიმდინარე სეზონში, პედრომ, ესპანეთის ჩემპიონატში, ჩაატარა 6 მატჩი, მოედანზე ძირითად შემადგენლობაში კი 4-ჯერ გავიდა. მან მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]