კარმენ სარა: "მამაჩემს მისი რეკორდის მესის მიერ გაუმჯობესება გაუხარდებოდა"
ბილბაოს "ატლეტიკოს" ლეგენდარული თავდამსხმელის, ტელმო სარას ქალიშვილი კარმენ სარა მიიჩნევს, რომ მამამისს მისი რეკორდის ლიონელ მესის მიერ გაუმჯობესება გაუხარდებოდა.
"მესის მიერ რეკორდის დამყარებით მამაჩემი მოხარული იქნებოდა. "ბილბაოს" გულშემატკივრები ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მამაჩემს მესის მიღწევა ესიამოვნებოდა. მესი ხომ შთაბეჭდილებას არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც ახდებს." - განაცხადა ტელმო სარას ქალიშვილმა.
ტელმო სარა "ბილბაოში" 1940-1955 წლებში თამაშობდა. მან 277 თამაში ჩაატარა და 251 გოლი გაიტანა. სარა 2006 წელს გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ"ბილბაოს" ლეგენდის რეკორდის მოხსნამდე ლეო მესის 3 გოლი აშორებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]