"ბარსელონა" სატელევიზიო შემოსავლების შემცირებაზე თანახმაა

"ბარსელონა" სატელევიზიო შემოსავლების შემცირებაზე თანახმაა

"ბარსელონა", ესპანეთის ჩემპიონატში სატელევიზიო შემოსავლების შედარებით გათანაბრების მიზნით, ამ სახის შემოსავლების შემცირებაზე თანახმაა.

დღესდღობით, "ბარსელონა" და "რეალი", სატელევიზიო უფლებების გაყიდვით, ყოველწლიურად 135 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ. ეს ციფრი პრიმერას ყველაზე დაბალშემოსავლიანი კლუბის იმავე შემოსავალზე 6.5-ჯერ მეტია. შემოსავლების შედარებით გათანაბრების თაობაზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" მზადაა, 2016/17 წლების სეზონიდან, სატელევიზიო შემოსავლები შეამციროს. კატალონიელებმა თანხმობა განაცხადეს ყველაზე დაბალშემოსავლიან კლუბზე არა 6.5-ჯერ, არამედ 4-ჯერ მეტი თანხა მიიღონ.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეალს" ამ საკითხზე თანხმობა ჯერ არ უთქვამს. მადრიდელებმა მოსაფიქრებლად მეტი დრო ითხოვეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.