"ბარსელონამ" სატელევიზიო უფლებები Telefonica-ს მიჰყიდა
"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ახალი სატელევიზიო პარტნიორი Telefonica იქნება.
ბოლო 8 წლის განმავლობაში, "ბარსელონას" თამაშების ჩვენების უფლებას Mediapro ფლობდა, რომელთან ურთიერთობის გაგრძელებაც "ბარსამ" არ ისურვა.
"ბარსელონასა" და Telefonica-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში მომდევნო სეზონის დასაწყისში შევა და ის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. 2016/17 წლების სეზონიდან კი ესპანეთში ამოქმედდება წესი, რომლის მიხედვითაც ყველა გუნდის სატელევიზიო უფლებები ერთად გაიყიდება.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონა" Telefonica-სგან იმდენივეს მიიღებს, რამდენსაც Mediapro-სგან ღებულობდა, ანუ 140 მილიონი ევროს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]