ვან მარვეიკი: "რობენი უფრო უნივერსალურია, ვიდრე მესი და რონალდუ"
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ბერტ ვან მარვეიკმა, ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და არიენ რობენი ერთმანეთს შეადარა.
"თუ მე ვიქნებოდი მწვრთნელი, რომელსაც შეეძლებოდა მესის, რონალდუსა და რობენს შორის არჩევა, ამ უკანასკნელს ავირჩევდი.
აღნიშნული ტრიოდან რობენი ყველაზე უნივერსალური ფეხბურთელია. იგი ამ მხრივ მესისა და რონალდუზე უკეთესია, მაგრამ ამას ყველა ვერ ამჩნევს, რადგან ყველას ყურადღებას შეტევაში გოლების რაოდენობა იპყრობს. ამაშია "ოქროს ბურთის" იდეა." - აცხადებს ვან მარვეიკი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 30 ]