ტელიო "ბარსელონაში" დაბრუნებას აპირებს

ტელიო "ბარსელონაში" დაბრუნებას აპირებს

"ბარსელონადან" "პორტუში" განათხოვრებული შემტევი კრისტიან ტელიო კატალონიურ კლუბში დაბრუნების იმედს გამოთქვამს.

ტელიო "ბარსელონადან" "პორტუში" გასულ ზაფხულში გადავიდა. მას პორტუგალიელებთან 2-წლიანი საარენდო ხელშეკრულება აკავშირებს.

"გასული სეზონის ბოლოს აგენტს ვუთხარი, რომ ისეთ გუნდში წასვლა მინდოდა, სადაც მეტი სათამაშო დრო მექნებოდა. მან მითხრა, რომ "ბარსელონას" დატოვება საუკეთესო ვარიანტი იყო. თუმცა, კატალონიურ კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი მაკავშირებს. მინდა "ბარსელონაში" დავბრუნდე და ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი გავხდე." - აცხადებს 23 წლის ფეხბურთელი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.