მესიმ ბოლო 4 თერთმეტმეტრიანიდან მხოლოდ 1 გაიტანა
"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ლიდერს, ლიონელ მესის, ბოლო დროს, თერთმეტმეტრიანების შესრულება არ გამოსდის. 27 წლის ფეხბურთელმა უკანასკნელი 4 პენალტიდან მხოლოდ 1 გაიტანა.
მიმდინარე წლის 5 აპრილს, მესიმ, "ბეტისთან" გამართულ შეხვედრაში, თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. 9 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ჰოლანდიასთან გამართულ პენალტების სერიაში, არგენტინელმა დარტყმა ზუსტად შეასრულა. 21 სექტემბერს, "ლევანტესთან", მესიმ თერთმეტმეტრიანი კვლავ არაზუსტად დაარტყა. იგივე განმეორდა გუშინ, ბრაზილიასთან გამართულ დაპირისპიერბაშიც.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]