"ბარსელონას" გულშემატკივრებს სუარესის ხილვა "რეალთან" მატჩში სურთ
"ბარსელონას" გულშემატკივართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გუნდის თავდამსხმელი ლუის სუარესი, ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩში, მადრიდის "რეალთან" შეხვედრაში, მოედანზე უნდა გავიდეს.
ამას ადასტურებს El Mundo Deportivo-ს გამოკითხვის შედეგები. მომავალ "ელ კლასიკოში", რომელიც 25 ოქტომბერსაა დაგეგმილი, ლუის ენრიკეს გუნდი "სამეფო კლუბს" ლა ლიგის ტიტულისათვის ბრძოლაში გაეჯიბრება.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერების" გულშემატკივართა უმეტესობა თვლის, რომ ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი აღნიშნულ თამაშში მოედანზე უნდა გავიდეს, მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობისა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 30 ]