სუარესი: "თავს კარგად ვგრძნობ"

სუარესი: "თავს კარგად ვგრძნობ"

დღეს, ლუის სუარესს 2013/14 სეზონის "ოქროს ბუცი" გადაეცა. ცერემონიაზე სუარესმა განაცხადა: "ურუგვაის ნაკრებში ნათამაშები ორი ამხანაგურ მატჩის შემდეგ, ფიზიუკრად თავს კარგად ვგრძნობ, ფაქტობრივად, ბევრად უკეთესად, ვიდრე მოველოდი. ახლა შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ 100 პროცენტით მზად ვარ."

"სანტიაგო ბერნაბეუზე" შესაძლო დებიუტზე, თავდამსხმელმა თქვა, რომ "ფეხბურთელი ყოველთვის მზად უნდა იყოს მატჩის სათამაშოდ. მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეზე", "ბარსაში" ჩემი დებიუტი განსაკუთრებული იქნებოდა, ამ გუნდებს შორის მეტოქეობის ისტორიის გამო. მზად ვიქნები იმის გასაკეთებლად, რასაც მწვრთნელი მეტყვის. ის გადაწყვეტს, როდის ვითამაშებ."

სუარესმა, ასევე, ისაუბრა ადაპტაციაზე: "მე ვარ იმ ტიპის ადამიანი, რომელსაც არ სჯერა ისეთი რამის, როგორიც ადაპტაციაა. მე მხოლოდ გავალ მოედანზე და გავაკეთებ იმას, რასაც ყოველთვის ვაკეთებ. ვითამაშებ ფეხბურთს, მივიღებ სიამოვნებას. ახლა ეს განსაკუთრებულია, რადგან "ბარსა" არის ის კლუბი, სადაც მე ყოველთვის მინდოდა თამაში. აქ, შევეცდები, გავაკეთო ის, რაც სხვა კლუბებში გავაკეთე."

"ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. მე დაზარალებული ვიყავი. ჩემს თანაგუნდელებთან ვარჯიში და დღეების გატარება კარგი იყო. ახლა თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ."

[media=http://www.youtube.com/watch?v=nE0PssQ5S0w]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.