ლუის ენრიკე: "დღეს ვნახე, რომ მასკერანო ნახევარდაცვაშიც დაგვეხამრება"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "ეიბართან" მოგებული თამაშის (3:0) შემდეგ, კომენტარი გააკეთა. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა, ჩავი, მესი და მასკერანო შეაქო და კარის კვლავ მშრალად შენახვით კმაყოფილება გამოხატა.
"არ ვღელავ იმაზე, რომ მეტოქემ ამდენი საგოლე მომენტი შექმნა. ასეთ დონეზე თამაშის დროს ეს ნორმალურია.
ყოველთვის წინსვლას და განვითარებას ვცდილობთ. დაშვებულ შეცდომებს ვაანალიზებთ და მათ გამოსწორებაზე ვზრუნავთ. გუნდი არასდროსაა იმ დონეზე, რა დონეზეც გვსურს.
მესის დასვენება? ყველა ვარიანტს განიხილავ, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ ისეთი გოლი გაკლდება, როგორიც მან დღეს გაიტანა.
მომწონს, რომ გულშემატკივრებს გუნდის სჯერათ. მადლობელნი ვართ იმ მხარდაჭერით, რომელსაც რთულ პერიოდებში ვგრძნობთ ხოლმე.
არის თუ არა ჩავის კარგი თამაში პრობლემა შემადგენლობის დაყენების დროს? ეს სასიამოვნო პრობლემაა. მწვრთნელს ეს სჭირდება. თამაშობს თუ არა, ჩავი გუნდს ყოველთვის ეხმარება.
არის თუ არა სარას რეკორდი მესისთვის მოტივაცია? მას ეს არ სჭირდება. მას შემდეგ, რაც გუნდს სათავეში ჩავუდექი, მესი ყველა თამაშში და ყველა ვარჯიშზე ძალიან აქტიურობს.
კარის მშრალად შენახვით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშის მიზანი მოგებაა და არა გოლის არგაშვება.
მასკერანოს როლს, ძირითადად, დაცვის ცენტრში ვხედავდი, მაგრამ დღეს მივხვდი, რომ ის ნახევარდაცვაშიც დაგვეხმარება." - განაცხადა "ეიბართან" მატჩის შემდეგ "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]