ენრიკე: "ვიდალმა დაამტკიცა, რომ ვცდებოდი"

ენრიკე: "ვიდალმა დაამტკიცა, რომ ვცდებოდი"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "ლას პალმასთან" მოგებული თამაშის (5:0) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ასტურიელმა სპეციალისტმა ალეიშ ვიდალი შეაქო, რომელსაც ის, მიმდინარე სეზონში, აშკარად არ წყალობს. კატალონიელმა მარჯვენა მცველმა მისთვის მიცემული იშვიათი შანსი გამოიყენა და კარგი თამაშის გარდა, თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა.

"დღეს, ალეიშ ვიდალმა შესანიშნავად ითამაშა და დაამტკიცა, რომ ვცდებოდი.

ეს ფეხბურთია და როტაციის საშუალება ყოველთვის არ მეძლევა. თუმცა, ვცდილობ, ფეხბურთელები მივახვედრო, რომ ყველა მათგანი მნიშვნელოვანია. არ მყავს ფეხბურთელი, რომელიც მისთვის მიცემული სათამაშო დროით ბოლომდე კმაყოფილი იქნება და ეს ნორმალურია. ეს მესმის, რადგან თავად ვიყავი ფეხბურთელი.

ანდრე გომეში გუნდში მოსვლის პირველივე დღიდან ძალიან კარგად ირჯება.

ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. ეს სეზონის საუკეთესო თამაში იყო და ერთ-ერთი საუკეთესო მას შემდეგ, რაც გუნდი ჩავიბარე. ვიცოდით, რომ "ლას პალმასს" პრობლემების შექმნა შეეძლო, მაგრამ დაცვამ შესანიშნავად ითამაშა." - განაცხადა ლუის ენრიკემ თამაშის შემდეგ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Giorgi Arabidze
    სტუმარი [?]
    #18 15 იანვარი 2017 17:41
    0
    რო ამბობს "არ მყავს ფეხბურთელი, რომელიც მისთვის მიცემული სათამაშო დროით ბოლომდე კმაყოფილი იქნება" ათამასებს მასიპს?
    არ ათამაშებს რადგან აქვს მეკარის რესურსი
    მასიპი ტყუილად რომ დადის ვარჯიშებზე და მუქთად იღებს ფულს წავიდეს სხვა გუნდში ან უთხრას დირექტორს და B გუნდში გადაიყვანებენ. იქ მაინ მიცემენ სათამაშო დროს
    მასიპის თამაშები რო ვნახე მაგრა დამევასა მარა სულ განაცხადს მიღმა რჩება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 15 იანვარი 2017 17:08
    0
    ეხლა მაინც მისცეს მეტი სათამაშო დრო ამ გასაქვავებელმა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 15 იანვარი 2017 16:10
    0
    ვნახოთ მომავალი აჩვენებს რას მიხვდა და რას ვერა.
    mns forever
    სტუმარი [?]
    #15 15 იანვარი 2017 15:58
    0
    Namdvilad
    Cule Is Always Elegant
    სტუმარი [?]
    #14 15 იანვარი 2017 15:57
    0
    უჰ ვიდალი თუ ძირითადში დადგება მაგაზე მაგრად მგონი არაფერი გამახარებს.. ჯერ :დდდდ
    barsa111
    სტუმარი [?]
    #13 15 იანვარი 2017 15:22
    0
    ციტატა: M10 S9 N11
    ციტატა: Dennis Bergkamp • True Artist
    მე ყოველთვის მქონდა ვიდალის იმედი და ვამბობდი კიდეც დღევანდელი ფორმაციის ბარსაში საუკეთესო მარჯვენა მცველია და ვინც ის ბანძ ფეხბურთელად მიიჩნევდა ან მიიჩნევს იმ ადამიანს ჩემი აზრით ფეხბურთი არანაირად არ ესმის აი არანაირად :) მთავარი მარჯვენა მცველი უნდა იყოს ამიერიდან ბარსაში ძალიან სწრაფია და ფლანგზე გაარღვევს თითქმის ნებისმიერს სისწრაფეში :)

    ვიდალის მეც მჯეროდა თან თუ დაკვირდი გუშინ ბურთი რა კარგად ამოქონდა და რთულ მდგომარეობადი როცა იყო რა მარტივად პოულობდა პასის გასაკეთებელ სივრცეს

    Mec vpikrob vidalii gaartmevs tavs tavis movaleobas rac sheexeba robertos vfikrob mistvus meti samushaoo centria da roberto naxevar dacvas kargad gaqChavs
    mishka cule
    სტუმარი [?]
    #12 15 იანვარი 2017 15:15
    0
    ხო და ეგრე ბიჭო
    BARCAGEO
    სტუმარი [?]
    #11 15 იანვარი 2017 14:49
    0
     neo222 დღეს, 13:09

    Ra rekordebis gaumjobeseba sheuzlia vinmem gaaketet statia ra pls

    rac gainteresebs is statiaa...

    "ბარსელონას" არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი რეკორდების დამხობისკენ მიდრეკილი ადამიანია. კატალონიურმა კლუბმა, 2017 წლისთვის, მას 10 მიზანი დაუსახა.

    1. 500 გოლი "ბარსელონას" მაისურით

    მესის, "ბარსელონას" მაისურით, ოფიციალურ მატჩებში, 476 გოლი აქვს გატანილი. ამ ნიშნულის 500-მდე ასაწევად მას 24 გოლი ჭირდება.

    2. 100 გოლი ჩემპიონთა ლიგა

    მთავარ საკლუბო ევროტურნირბზე მესის ანგარიშზე 93 გოლია. კიდევ 7 ზუსტი დარტყმა და არგენტინელს ამ ტურნირზე 100 გოლი დაუგროვდება.

    3. 600 თამაში

    მესის, "ბარსელონას" პირველი გუნდის რიგებში, 551 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მას შეუძლია 600-თამაშიან ნიშნულს უკვე 2017 წელს მიაღწიოს.

    4. ჩემპიონთა თასი

    ჩემპიონთა ლიგა მესის 4-ჯერ (2006, 2009, 2011 და 2015 წლებში) აქვს მოგებული. მაისში ამ ტურნირის მოგების შემთხვევაში, არგენტინელი თასს მეხუთედ დაეუფლება.

    5. საუკეთესო ბომბარდირი

    ლეოს, "ბარსელონას" მაისურით, 476 ბურთი აქვს გატანილი. ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების მხრივ ევროპული რეკორდი გერდ მიულერს ეკუთვნის, რომელმაც "ბაიერნის" რიგებში თავი 525-ჯერ გამოიჩინა. მესი გერმანელის რეკორდს ემუქრება.

    6. "ლას პალმასის" გამოწვევა

    მესის, ლა ლიგაში მოთამაშე გუნდთაგან, გოლი ყველას კარში გაუტანია, "ლას პალმასის" გარდა. მას ამ დანაკლისის შევსების შანსი 14 იანვარს, "კამპ ნოუზე" გასამართ მატჩში ექნება.

    7. 100 გოლი უცხოურ გუნდებთან

    არგენტინელს, არაესპანური კლუბების წინააღმდეგ, 97 გოლი აქვს გატანილი. 2017 წელს ის ამ მაჩვენებელს 100-მდე გაზრდის. მესის ამის შანსი თებერვალში, "პარი სენ ჟერმენთან" გასამართ მატჩში მიეცემა.

    8. ანგარიშის გახსნა

    ლა ლიგის მატჩებში, მესის პირველი გოლი 71-ჯერ აქვს გატანილი. ამ მხრივ რეკორდი (76 გოლი) უგო სანჩესს ეკუთვნის.

    9. 400 მოგება

    მესის, "ბარსელონსათან" ერთად, 551 თამაშში, 390 მოგება დაუგროვდა. კიდევ 10 წარმატებული თამაში და არგენტინელის გამარჯვებები 400-ს გაუტოლდება.

    10. 500 თამაში სასტარტოში

    სასტარტო თერთმეტეულში კიდევ 16 გამოჩენა და ლეოს, "ბარსელონას" რიგებში, ძირითად შემადგენლობაში 500 თამაში ექნება ჩატარებული.
    მესი10
    სტუმარი [?]
    #10 15 იანვარი 2017 14:43
    0
    კარგად ვითამაშეთ
    messi456
    სტუმარი [?]
    #9 15 იანვარი 2017 14:36
    0
    რობერტო არის ნახე არ მცველი და არა მარჯვენა მც ელი აწიოს და ნახავტ როგირც ტანასჰობს
    messi456
    სტუმარი [?]
    #8 15 იანვარი 2017 14:35
    0
    რობერტო აწიოს რობერტო ბუსი ინი კაი ნახევარდაცვა გამოვა გომეს რობერტო როჯიბია მეორე აზრი არაა

    სტეგენი ვიდალი პიქე უმტიტი ალბა რობერტო (რაკეტა)ბუსი (მასკე)ინი მასკემ სჰეცვალოდ ბუსი ზოგჯერ ტან დაისვენბს ბუსი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 15 იანვარი 2017 14:31
    0
    ვიდალმა კარგი მატჩი ჩაატარა ნაღდად რობერტი კიდე დრო უნდა მიეცეს ნახევარდაცვაში შემტევადაც ივარგებს
    lukacule
    სტუმარი [?]
    #6 15 იანვარი 2017 14:30
    0
    megobrebo, nu daizarebt, moiwonet es gverdi, dzalian gtxovt

    www.facebook.com/BookmaniaL

    madloba winaswar
    Tor-Nike
    სტუმარი [?]
    #5 15 იანვარი 2017 14:11
    0
    გამარჯობა . ახალო ვარ . ვიდალი ნაღდად ბევ დროს იმსახურებს გომეში პაკო რაფინია რაც არ უნდა ქნან მომავალში მაინც ტყუილად დაკარგული დრო და ფულია
    ini888
    სტუმარი [?]
    #4 15 იანვარი 2017 14:02
    0
    Alkasers raushvelot tore danarchenebss ragacaa eshvelebat :D
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #3 15 იანვარი 2017 14:01
    0
    ე ბიიჭო ყოჩაღ ძლივს ძმაო
    tsotne-cule
    სტუმარი [?]
    #2 15 იანვარი 2017 13:52
    0
    მე რობერტოს მეიმედება უფრო და რავი
    Fallen92
    სტუმარი [?]
    #1 15 იანვარი 2017 13:46
    0
    ფორმალობა იყო ეხლა ეს მისი სიტყვები... ეხლა რეალ სოსიედატთან ისევ რობერტოს დააყენებს და სუსტ გუნდებთან შეიძლება ათამაშოს ხოლმე ვიდალი თორე ისევ ბანძ იგროლად მიიჩნევს :((